
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში იაპონიის ელჩის მოადგილეს ჰიროკი ტოკუნაგას და მრჩეველს ჩიკაკო უდას შეხვდა.
შეხვედრა დაეთმო ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობის მიმოხილვასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.
ქალბატონმა მარიამმა გამოყო ჯანდაცვის სისტემის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელშიც მნიშვნელოვანი იქნება იაპონური გამოცდილების გაზიარება და იაპონიის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული დახმარება.