
შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტი იყო, რომელიც სამეგრელოსა და შიდა ქართლში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენას და ამ მიმართულებით ჩასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებს გულისხმობს.
შეხვედრას „კარიტას ჯორჯიასა" და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს და ჯანდაცვის სფეროში განსახორციელებელი პროექტებიც განიხილეს.