
ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან
დღეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა. მინისტრმა დეტალურად განმარტა, რომ დაზღვევის პირველი ეტაპით თებერვლის ბოლოს დაიწყება და საქართველოს 2 200 000 მოქალაქე ისარგებლებს, რომლებიც სხვა სადაზღვევო პაკეტით არ სარგებლობს. დავით სერგეენკოს განცხადებით, პოლისით გათვალისწინებულია ორი მთავარი ბლოკი - ოჯახის ექიმთან შეუზღუდავი ვიზიტი და გადაუდებელი შემთხვევების მართვა. მინისტრმა შეხვედრაზე პასუხი გასცა ყველა კითხვას, რომელიც დაზღვევის დადებით მხარეებსა და რისკებს, ექიმთა კვალიფიკაციას, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ექიმებს, სოციალურ დახმარებებს შეეხებოდა.