
შეხვედრა ჯანმოს წარმომადგენლებთან მალარიისა და პარაზიტულ დაავადებათა პროგრამებზე
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მალარიის, ლეიშმანიოზისა და ნიადაგით გადამდები ჰელმითოზების ბრძოლის საკითხები განიხილეს. ჯანმოს გადამდებ დაავადებათა უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა - მიხეილ ეჟოვმა აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანია მოხდეს მალარიასთან და ლეიშმანიოზთან ბრძოლის ღონისძიებებზე დაკვირვება, ასევე შეთანხმება ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების საკითხებზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის - მარიამ ჯაშის განცხადებით: „შევთანხმდით სამომავლო გეგმებზე. აპრილში საქართველოში დაგეგმილია რეგიონალური შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება ლეიშმანიოზის საკითხს. ასევე, შევთანხმდით მალარიის სერთიფიცირებისთვის აუცილებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცების პროცესზე".