
,, მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო აღჭურვილობის გაუმჯობესების” პროექტის პრეზენტაცია
დღეს გაიმართა იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ,, მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო აღჭურვილობის გაუმჯობესების" პრეზენტაცია. პროექტის მიზანია: პედიატრიული კლინიკის მაღალი ხარისხის სამედიცინო აღჭურვილობით გააუმჯობესოს ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. უზრუნველყოს ბავშვებისთვის კომფორტული და მყუდრო გარემოს შექმნა, ხოლო ქრონიკული პაციენტებისათვის კი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის დაფინანსებისთვის იაპონიის მთავრობამ 100 000-მდე აშშ დოლარი გამოყო. პროექტის პრეზენტაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, იაპონიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ჰიროკი ტოკუნაგა, ცენტრალური და რეგიონალური მთავრობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.