
შეხვედრა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელთან
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელს ალბერტ სიდოს (ჩეხეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ატაშე) შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის, ჩეხეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტები (ძუძუს კიბო, შინმოვლის პროექტი (შიდა ქართლის რეგიონში)).
ჩეხეთის მხარე მზად არის გააგრძელოს პროექტების დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაინტერესების შემთხვევაში და განახორციელოს ერთობლივი პროექტები ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში.