
ახალ წელს დაბადებული პირველი ბავშვი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა მოინახულა
ახალი წლის ღამეს პირველი ბავშვი დავით გაგუას სახელობის სამშობიარო კლინიკაში დაიბადა.
ვატო კიღურაძე, რომელიც ქვეყნიერებას 00:02 საათზე მოევლინა, 1 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა მოინახულა.
დილის 09:00 საათის მონაცემებით, თბილისის სამშობიაროებში სულ 12 ბავშვი იყო დაბადებული. ხოლო დღის 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოს 51 ახალშობილი ჰყავს.
ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ახალშობილის ოჯახს ულოცავს ახალ წელს და ამავდროულად, ოჯახის ახალი წევრის შეძენას.