ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მოწვევა მიმღები ორგანიზაციის შერჩევაზე
28 დეკემბერი, 2012

მოწვევა მიმღები ორგანიზაციის შერჩევაზე

შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს განაცხადთა მიღებას გლობალური ფონდის აივ/შიდსის განახლებული გრანტის (GEO-H- GPIC) ძირითადი მიმღები ორგანიზაციის პოზიციაზე.

პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2013 წლის ივლისი - 2015 წლის დეკემბერი

პრეტენდენტი ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

- ორგანიზაცია უნდა წარმოადგენდეს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს (ადგილობრივი ორგანიზაცია საჯარო ან კერძო სექტორიდან); 
- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი საზედამხედველო საბჭო;
- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს გრანტების მიღებისა და გაცემის შესაძლებლობა, მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად;
- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მოცულობითი საერთაშორისო გრანტების მართვის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში. შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების განხორციელებაში მიღებული გამოცდილება განიხილება დამატებით უპირატესობად;
- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ორგანიზაციული სტრუქტურა მმართველობის, მენეჯმენტის და ანგარიშგების ეფექტური პროცედურებით;
- ორგანიზაცია დაკომპლექტებული უნდა იყოს შესაბამისი განათლების და საერთაშორისო პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე პერსონალით;
- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შიდა კონტროლის ეფექტური და მოქნილი სისტემები;
- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს სათანადო მართვის ელექტრონული სისტემა ელექტრონული ტრანზაქციების განხორციელების, რეგისტრაციის და ეფექტური ანგარიშგების მიზნით;
- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესყიდვების ეფექტური სისტემა და, ასევე, შესყიდვების განხორციელების მყარი გამოცდილება (მათ შორის სამედიცინო პროდუქტებისა და ფარმაცევტული ნაწარმის);
- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მარაგების მართვის და კონტროლის მოქნილი სისტემა;
- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალ-ტექნიკური ბაზა.

განაცხადის შეტანა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით) უნდა მოხდეს სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში შემდეგ მისამართზე: წერეთლის გამზირი 144; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-6 სართული ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:admin.ccm@caucasus.net

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 2013 წლის 21 იანვარის, დღის 12:00 საათამდე.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი