ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტი იწყება
29 ოქტომბერი, 2020

საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტი იწყება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა  ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში  კემლინ ფურლიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ახალი პროექტის მიზანს საქართველოში ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.  

 

სააგენტოს ინტეგრაციის ცენტრში, რომელიც ამჟამად საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ 100 ადამიანს ემსახურება,  ქართულ ენას დამატებით 150 ლტოლვილი შეისწავლის. ასევე, ცენტრი ბენეფიციარებს შესთავაზებს პროფესიული გადამზადების კურსებს, კონსულტაციას გაუწევს დასაქმებისა და სხვა სახელმწიფო სერვისებისა თუ პროგრამების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.

 

ამასთან, პროექტი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის ხელშეწყობასა და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დევნილი მეწარმეები, საქმიანობის გაფართოების მიზნით, მაქსიმუმ 7500 ლარით დაფინანსდებიან. გრანტის მიღების მთავარ პირობას კი საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი პირის დასაქმება წარმოადგენს.   

 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის კემლინ ფურლის განცხადებით, საქართველომ შექმნა და მართავს თავშესაფრის სისტემას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

„საქართველომ საერთაშორისო დაცვა 3 000-მდე ადამიანს მიანიჭა, ვინც ომისა და ძალადობის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა შუა აღმოსავლეთი, აფრიკა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ა.შ. საქართველომ შექმნა და მართავს თავშესაფრის სისტემას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამ გზით ასრულებს თავის როლს საერთაშორისო პასუხისმგებლობის განაწილებაში ლტოლვილთა დაცვისთვის. ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს უფლება აქვთ, იმუშაონ საქართველოში. მათ სურთ, იყვნენ თავდაჯერებულები და იზრუნონ საკუთარ ოჯახებზე, აგრეთვე თავიანთი წვლილი შეიტანონ მიმღებ საზოგადოებაში. ახლა მთავარი პრიორიტეტი ლტოლვილთა წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რაც მათ დაეხმარებათ, დაძლიონ ისეთი ბარიერები, როგორიცაა ენისა ცოდნა, კავშირების არქონა, შესაბამისი კურსებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე ინფორმაციის ნაკლებობა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ერთობლივი ძალისხმევა საშუალებას მისცემს ლტოლვილებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი და გააძლიერონ თემები, სადაც ცხოვრობენ. COVID-19 პანდემიის დროს საქართველოში ბევრ ადამიანს უჭირს ოჯახის მოვლა. ჩვენ ამ ყოველივეში ერთად ვართ და UNHCR მზად არის, ითანამშრომლოს მთავრობასთან, რათა არავინ დარჩეს მიღმა“, - განაცხადა  კემლინ ფურლიმ.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო