ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 73-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა
12 ნოემბერი, 2020

თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 73-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 73-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესია ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებზე. თამარ გაბუნიას განცხადებით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია, აგრეთვე გაიზარდა შესაბამისი წლიური ლიმიტი პაციენტებისთვის, რაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სრული დაფარვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


„საქართველოს მთავრობა უწყვეტად ატარებს ზომებს არაგადამდები დაავადებების, მათ შორის კიბოს მონიტორინგის, პრევენციის, მართვის გაუმჯობესების, პოლიტიკის შემუშავების, ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე ღონისძიებების გატარების კუთხით.
2020 წლის 1 სექტემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია, აგრეთვე გაიზარდა შესაბამისი წლიური ლიმიტი პაციენტებისთვის, რაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სრული დაფარვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ გამოვხატავ მადლიერებას, საყოველთაო ჯანდაცვის უნივერსალური ხელმისაწვდომობის პოლიტიკის მიმართულებით სახელმძღვანელო მითითებებისა და ტექნიკური დახმარებისთვის. ჩვენ მიმართული ვართ აღნიშნულის პრაქტიკული განხორციელებისკენ , რათა სისტემა გახდეს ადამიანზე და შედეგებზე სრულად ორიენტირებული“-განაცხდა თამარ გაბუნიამ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო