ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 319 დევნილ ოჯახს შეუსყიდის
30 დეკემბერი, 2020

დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 319 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 319 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მუშაობს.

„წინასაახალწლო დღეებში, სააგენტომ კიდევ 319 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწვეტილება მიიღო. დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ, სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. ვულოცავ თითოეულ მათგანს და 2021 წლიდან ახალ სახლებში ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

2020 წელს,  სააგენტომ სოფლად სახლი, ჯამში, 1100-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუძინა.

 

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის: https://idp.gov.ge/news-66/

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო