ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
18 წელს ზემოთ მოქალაქეები
27 აპრილი, 2021

18 წელს ზემოთ მოქალაქეები "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან”-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ, ქვეყანაში "სინოფარმით" აცრები კი მაისიდან დაიწყება.
მინისტრის განცხადებით, საქართველოში იმუნიზიაციის პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება.
"18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის პორტალი 8 საათზე გაიხსნება. გაფართოვდება ქსელიც, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, კერძოდ მას 78 ცენტრი დაემატება. უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 138 ცენტრში იქნება შესაძლებელი ,“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და ჩინეთის მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყანაში 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი