ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა პარლამენტში
28 აპრილი, 2021

ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა პარლამენტში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს. პლენარულ სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება კოვიდ 19-ის მართვის სტრატეგიაზე, ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინებით მოსახლეობის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.
ჯანდაცვის სისტემა პანდემიას გაზრდილი საწოლფონდით, მასშტაბური ტესტირებით, სრულად მობილიზებული მედ-პერსონალითა და მკურნალობის გაუმჯობესებული რეჟიმით ებრძვის. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემა, საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით სათანადოდ არის მომზადებული კოვიდ-19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს მიზანია მაქსიმალურად დაიცვას ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის.
ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ყურადღება პირველად ჯანდაცვაზე გაამახვილა. ფუნდამენტური რეფორმა დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობისა და პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს. პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში მოხდება დაავადების პრევენცია, პაციენტების მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა, რომელიც თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ არსებული რესურსების სწორი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა პანდემიის პიკის პერიოდში ინფიცირებულთა 60%-ის ბინაზე მართვა, რამაც მნიშვნელოვნად განტვირთა ჰოსპიტალური სექტორი.
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებასაც გეგმავს. დაწესებულებებისთვის შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის კრიტერიუმები, რომელთა აღსრულების კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.
„მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძემ სელექტიური კონტრაქტირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სელექტიური კონტრაქიტირება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებით მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის დაწესებულებებზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე. გარდა ამისა, სამინისტრო სელექციის მსგავსი ინსტრუმენტის დანერგვასაც გეგმავს , რომელიც სამედიცინო სექტორში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვასა და სიჭარბის განტვირთვას მოემსახურება.
პარლამენტში, ეკატერინე ტიკარაძემ ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, საქართველოში წელს პირველად გაიცა GMP სერთიფიკატი, რომელიც ფარმაცევტული წარმოების ხარისხის უმაღლეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შეფასებას გულისხმობს.
იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორიაც, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შესწავლას. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამედიცინო მომსახურებების ერთიან სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, დადგენილი ოპტიმალური ტარიფების ფარგლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ჯიბიდან გადასახადი.
ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიისა და სამედიცინო ჰოლდინგის როლზეც ისაუბრა. სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალისთვის ჯანსაღი შრომითი გარემოს შექმნა და ღირსეული ანაზღაურების სისტემაა.
პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მინისტრმა ყურადღება სოციალურ კოდექსზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე სოციალური კოდექსის სახით მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდება.
„მინისტრის მოსმენის“ ფორმატში მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა. სწორედ, მორატორიუმის საშუალებით, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება.
პარლამენტში, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების წესის ცვლილებაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ცვლილების მიზანია, პროგრამამ უკეთ გამოავლინოს მოწყვლადი და სიღარიბის ზღვარზე მყოფი პირები.
პარლამენტში, ეკატერინე ტიკარაძე შშმ სტატუსის მინიჭების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახალი მოდელის მიხედვით, შშმ სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არამხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ პირის ფუნქციურ შესაძლებლობებზე. აღნიშნული ცვლილების პილოტირება უკვე დაწყებულია საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი მექანიზმი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალური საჭიროებების უკეთ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოებაში შშმ პირთა სრულყოფილ ინტეგრირებას.
პლენარულ სხდომაზე, მინისტრმა შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა აქტიური განსახლება, ასევე მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა, რისთვისაც მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება განახორციელა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.
ჯანდაცვის სამინისტროს ურყევ პრიორიტეტად კვლავ რჩება ჯანმრთელი მოქალაქე, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი