ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში ბინები გადაეცემა
07 ივნისი, 2021

დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში ბინები გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი, ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. კომისიის მუშაობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

„დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ.  ამ ეტაპზე,  ბინას  დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადავცემთ. 100-მდე  ოჯახი  კი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც მიმდინარე წელს უპირობოდ განსახლდებიან“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება  ქუთაისში (აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში 8 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

დევნილი ოჯახების სია და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://idp.gov.ge/statement-48/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი