ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა
18 ნოემბერი, 2021

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 309 დამსაქმებელი გამოიკითხა, თვისობრივი კვლევის ნაწილში კი ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმით 20 მსხვილი კომპანია. შეხვედრები ჩატარდა სამ ფოკუს ჯგუფთან-ჯამში 30 დამსაქმებლის მონაწილეობით.

კვლევის მთავარი კითხვა 2020 წლის შრომის კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება იყო, სადაც გამოკითხულთა 51% საკანონმდებლო ცვლილებებს სრულიად საჭიროდ მიიჩნევს.

შეხვედრაზე მხარეებმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის დარეგულირება, დასაქმებულთა უფლებები, უსაფრთხოება და შრომითი დავებიც განიხილეს.

ისაუბრეს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის განსაზღვრის საკითხებსა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან (შრომითი უსაფრთხოებისა და უფლებრივ ნაწილში) დაკავშირებული საჩივრების განმხილველი კოლეგიური ორგანოს (სამმხრივ ფორმატში) შექმნის ინიციატივაზეც.

გარდა ამისა , შეხვედრაზე საუბარი შეეხო მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხედვას და კოლექტიური მოლაპარაკებების/მედიაციის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების განხილვას.

მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, პროფესიული კავშირების გაერთიანების მთავარი რეკომენდაცია იყო ის, რომ საქართველოს ორგანულ კანონში შრომის კოდექსში განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის მექანიზმი და მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი