ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2 წლის ანგარიში
25 ნოემბერი, 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2 წლის ანგარიში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მუშაობის 2 წლის ანგარიში  წარადგინა.

 

ღონისძიება  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  გახსნა.

 

ანგარიშის მთავარი თემა ახალი კორონავირუსის  მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობების და სიკვდილიანობის შემცირება, ლაბორატორიის საქმიანობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების  კიდევ უფრო განვითარება იყო.

 

განიხილეს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ვაქცინაციის პროცესი, გაფართოებული ტესტირების შესაძლებლობები და ადამიანური რესურსების გადამზადება.

 

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.  უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელობით ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა.

 

„ჯანდაცვის საკითხების მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია. ჩვენ ხალხის სამსახურში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ  თუ რა გავაკეთეთ. პრეზენტაცია საკმაოდ ვრცელი და საინტერესო იყო.  ბოლო 2 წლის განმავლობაში C ჰეპატიტთან  მიმართებაში უპრეცედენტო პროგრესი იყო. მადლობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას , რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაშია ჩართული. საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პანდემიასთან მიმართებაში ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხა. მადლობა ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებიან.

 

ყველაზე წარმატებული რეფორმა უსაფრთხო სისხლი იქნება, რომელიც საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და 2025 წლისთვის ჩვენ ახალი მოდელი გვექნება“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ რეაგირებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს.

 

ცენტრის მთავარ მისიას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნისა და დროული რეაგირების გზით.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი