ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი: 2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში აღარ იარსებებს შშმ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუცია, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა“
11 მაისი, 2022

ზურაბ აზარაშვილი: 2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში აღარ იარსებებს შშმ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუცია, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2022 წლიდან, გაიზარდა შშმ პირების, ყოველთვიური, ფულადი დახმარების (სოციალური პაკეტი) ოდენობა.

 

მინისტრის თქმით, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ  ბავშვების სოციალური პაკეტი, განისაზღვრა 275 ლარით, ყოველთვიურად. ამასთან, მიმდინარეობს კონსულტაციები სოციალური პაკეტის ინდექსაციის სამართლებრივი მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით, რომ მისი ოდენობის ყოველწლიური ზრდა, გარანტირებული იყოს საკანონმდებლო დონეზეც. 

 

„მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი. მიმდინარე წელს, პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 52 მლნ. ლარით, რაც 12 მლნ. ლარით მეტია, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით. მოგეხსენებათ, პროგრამა მოიცავს ოჯახის მხარდამჭერ, მიტოვების პრევენციისკენ და შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციისკენ მიმართულ სხვადასხვა  ღონისძიებას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს სოციალური გასაცემლის გამცემი ბანკის შერჩევის პროცესი, სადაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ბენეფიციარების ინტერესები

 

„გამარჯვებული ბანკი მათ მოემსახურება მნიშვნელოვნად შემცირებული საპროცენტო განაკვეთით და სერვისის საგრძნობლად გაუმჯობესებული პირობებით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად, სოციალური მომსახურებების თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, კვლავ არსებობს გამოწვევები და სამინისტრო ისეთი მექანიზმების დანერგვას ცდილობს, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 

ზურაბ აზარაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის პროგრამებზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წლიდან, ფუნქციონირება დაიწყო კიდევ ერთმა ახალმა მომსახურებამ - ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრმა.

 

ზურაბ აზარაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობით,  უკვე დაიხურა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი. მინისტრის თქმით, მათ ნაცვლად, შეიქმნა 2 მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვები გადაიყვანეს და მომსახურება მაქსიმალურად მიახლოებულია ოჯახურ გარემოსთან.

 

„პარალელურად, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, ამოქმედდება კიდევ 3 მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული სახლი, სადაც განთავსდებიან თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, დაიხურება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვის შემდეგ, საქართველოში აღარ იარსებებს შშმ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუცია, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

 

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი