ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილმა რომში დემოგრაფიული მდგრადობის შესახებ გამართული დისკუსია გახსნა
17 ივნისი, 2022

ზურაბ აზარაშვილმა რომში დემოგრაფიული მდგრადობის შესახებ გამართული დისკუსია გახსნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, რომში  დემოგრაფიული მდგრადობის შესახებ გამართული დისკუსია გახსნა. შეხვედრა,  დემოგრაფიულ საკითხებზე გამართული მინისტერიალის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), საქართველოს და ბულგარეთის ორგანიზებით გაიმართა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ  საჭიროა ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა და  მათი პოტენციალის ათვისება. მინისტრის თქმით, მთავრობებს აქვთ სხვადასხვა ბერკეტი, რათა სათანადოდ მოემზადონ დემოგრაფიული ცვლილებისთვის, შექმნან ისეთი საზოგადოებები, სადაც ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებები იქნება გათვალისწინებული.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს მოსახლეობის ფონდს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

 

საქართველოში დემოგრაფიული ტენდენციების განხილვა 2014 წლიდან დავიწყეთ, როდესაც UNECE-ს და UNFPA-ს მხარდაჭერით შემუშავდა დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი.

 

ხანდაზმულთა უფლებებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის პენსიონერებისთვის, აუცილებელ მედიკამენტებსაც კი აფინანსებს. ამ რეფორმამ ხელი შეუწყო სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.

 

მოქალაქეების დასაქმებისა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას. ქვეყანას აქვს რამდენიმე სახის საპენსიო სისტემა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამები.

 

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია მათი პოტენციალის ათვისება ქვეყნის კეთილდღეობისთვის.  განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ხანდაზმულთა უფლებები ინტეგრირებულია საქართველოს ადამიანის უფლებათა განახლებულ, 10-წლიან ეროვნულ სტრატეგიაში. დოკუმენტი უზრუნველყოფს ხანდაზმულთა უფლებების დაცვას, მხარს უჭერს მათ ინტეგრაციას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციაში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი