
ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვების პოლიტიკასთან დაკავშრიებით კონფერენცია გაიმართა
ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვების პოლიტიკა, მეთოდოლოგიის დახვეწა, არსებული გამოწვევები და მიღწევები - ამ თემებზე იმსჯელეს მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო პარტნიორებმა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა და სექტორის წარმომადგენლებმა. კონფერენცია ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. ზურაბ აზარაშვილმა აქცენტები პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უწყების მიზანია ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც სისტემას უფრო გამჭვირვალეს, სამართლიანსა და ეფექტურს გახდის. მისივე განმარტებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვისთვის და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება, ჰოსპიტალურ სექტორთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
მინსიტრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა სოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორი სებასტიან მოლინეუსი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა. თამარ გაბუნიამ შეხვედრის მონაწილეებს უკვე განხორციელებული რეფორმებისა და ახალი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ილია ღუდუშაურმა კი აღნიშნა, რომ დაფინანსების DRG საპილოტე პროგრამა უკვე დაწყებულია, ამ მიმართულებით ნებისმიერი სიახლე ჰოსპიტალურ სექტორთან კოორდინაციით დაინერგება.