ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
საქართველო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პირველადი ჯანდაცვის სადემონსტრაციო პლატფორმაში, სპეციალური მიწვევით მონაწილეობს
21 ოქტომბერი, 2022

საქართველო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პირველადი ჯანდაცვის სადემონსტრაციო პლატფორმაში, სპეციალური მიწვევით მონაწილეობს

სტოკჰოლმში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პირველადი ჯანდაცვის სადემონსტრაციო პლატფორმა გაიხსნა. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნული ფორმატით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს.
ხუთდღიან შეხვედრებს, ქართული დელეგაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს მიწვევით ესწრება. მისი განცხადებით, საქართველო გამოირჩევა უნივერსალური ჯანდაცვისა და სოფლად, პირველადი ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის გატარებული რეფორმებით, რისთვისაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილსა და სტოკჰოლმში მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.
ქართველი დელეგატები სამხრეთ ლაპლანდიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს, როგორ მუშაობს ციფრული საშუალებები პირველად ჯანდაცვაში, გადაუდებელი დახმარების, რენტგენის, სისხლის ანალიზების, გინეკოლოგიური პროცედურებისა და მცირე ოპერაციების კუთხით.
როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სადემონსტრაციო პლატფორმაში მონაწილეობა და შეხვედრებზე მიღებული გამოცდილება, საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მეტად ხელმისაწვდომი გახადოს სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისები.
სადემონსტრაციო პლატფორმის ოფიციალურ გახსნას, თამარ გაბუნიასთან ერთდ, ესწრებოდნენ: სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი გვანცა გასვიანი და ჰოლდინგის სხვა წევრები, სოფლის ექიმები. ასევე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი