ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
25 ოქტომბერი, 2022

თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პირველადი, ფსიქიკური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
თამარ გაბუნიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლისას გაწეული დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათთვის სამართლიანი და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფაზე.
„ჯანდაცვის სექტორში აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე, რაც ითვალისწინებს, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ტელემედიცინის სისტემის განვითარებას, ასევე - ოჯახის ექიმებისთვის გზამკვლევების შემუშავებასა და დანერგვას, რაც შექმნის გარანტიას ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის.“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კრაუსი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები, ასევე -სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი