ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
2022 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 560 მილიონამდე ლარით დაფინანსდა
26 ოქტომბერი, 2022

2022 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 560 მილიონამდე ლარით დაფინანსდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარ მიზანს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, გაუმჯობესება და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა წარმოადგენს. - 2022 წელს, 9 თვის მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 560 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

პროგრამით ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები,კარდიოქირურგია, გეგმური ქირურგიული მომსახურება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ონკოლოგია, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის იმუნიზაცია, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, მაღალტექნოლოგიური,დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და სხვა.

სახელმწიფო აგრძელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობას, რათა პროგრამის რესურსით კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს მოსახლეობის მრავალმხრივი საჭიროებების მოცვა, სწორედ ამ მიზნით პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.

DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს ( 0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი