ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი ჩეხ კოლეგას შეხვდა
03 ნოემბერი, 2022

ზურაბ აზარაშვილი ჩეხ კოლეგას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, პრაღაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგა ვლასტიმილ ვალეკის შეხვდა. მხარეებმა, სამედიცინო და ფარმაცევტულ სისტემაზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. ყურადღება გამახვილდა, წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესების საკითხზე. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კლინიკების აკრედიტაციის საკითხს, რისი ვალდებულებაც, სამედიცინო დაწესებულებებს, 2025 წლიდან გაუჩნდებათ. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. შეხვედრაზე, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის საქართველოში სტუმრობაც დაიგეგმა. ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, მოტოლის საუნივერსიტეტო, მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც საავადმყოფო პაციენტებს სთავაზობს. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი