ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სამინისტროში სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს
07 ნოემბერი, 2022

სამინისტროში სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს

სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია აღრიცხოს თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, რათა ზუსტად განისაზღვროს ხელფასის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისა და შვებულების ანაზღაურების ოდენობა.
სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში შესული ტენიკური ცვლილებები სამმხრივი კომისიის ფორმატში იქნა განხილული. ცვლილებები ძალაში 8 ნოემბრიდან შედის.
სამუშაო დროის აღრიცხვის წესი ქვეყანაში 2021 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, შესაძლებელი გახდა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა კიდევ უფრო მოქნილი გამხდარიყო.
სისტემის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო როგორც ბიზნესის ასე დასაქმებულთა ინტერესები.
უცვლელი რჩება დამსაქმებელთა ვალდებულება, სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. ინფორმაცია უნდა აისახოს ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში.
დამსაქმებელი ასევე ვალდებულია ნამუშევარი საათების შესახებ ინფორმაცია გააცნოს საკუთარ თანამშრომელს.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, პროფესიული კავშირების გაერთიანება, დამსაქმებელთა ასოციაცია და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი