ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
„თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა
09 ნოემბერი, 2022

„თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის, კიდევ 2 სახლი გაიხსნა. საოჯახო ტიპის სახლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საზეიმოდ გახსნეს. 

 

ახლად გახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მცხოვრები ბავშვები განთავსდნენ. შედეგად, „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოოდ დასრულდა.

 

საოჯახო ტიპის სახლების მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში განხორციელდა. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი აშენდა, გარემონტდა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა.

 

სახლები სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე და თითოეული განკუთვნილია 7 ბავშვზე. ამასთანავე, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და ინდივიდუალური ზრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აისახება მათ განვითარებაზე და მეტად იქნება დაკმაყოფილებული ინდივიდუალური საჭიროებები.

 

გახსნის ღონისძიებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი, ვიცე პოლკოვნიკი ეროლ მიუნირი, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი