ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო მასალების საწარმო დაათვალიერა
10 ნოემბერი, 2022

ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო მასალების საწარმო დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი კომპანია „დოქტორ გუდსი“ დაათვალიერა.
„დოქტორ გუდსი“ პირველი ქართული საწარმოა, რომელიც საქართველოში ყველა ტიპის ქირურგიულ ნაკრებს და პერსონალური დაცვის საშუალებებს აწარმოებს.
სამედიცინო საწარმოს მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO13485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.
მინისტრის განცხადებით, ვინაიდან სამედიცინო სექტორისთვის სახარჯი მასალების მაღალი ხარისხი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს, 2025 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დანერგვას იწყებს.
"დოქტორ გუდსს" განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ - აღნიშნული პროგრამის სესხის უზრუნველყოფის კომპონენტით კომპანიამ დამატებით მოიზიდა ფინანსური რესურსი წარმოების გაფართოებისთვის.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი