ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა
14 ნოემბერი, 2022

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა

სახელმწიფო ახორციელებს დიაბეტის მართვის პროგრამას, რომლის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს
- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას;
- სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას;
- შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

მიმდინარე წელს, სახელმწიფომ დიაბეტის მართვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და გაიზარდა პროგრამით სარგებლობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. დღევანდელი მონაცემებით, თბილისის გარდა, დიაბეტის ვაუჩერული სერვისის მიღება უკვე შესაძლებელია ქუთაისში, ბათუმში, გურჯაანსა და მარნეულში.
ვაუჩერის კომპონენტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებს:

• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ);
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის ფუნდუს კამერით);
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
• საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.
მიმდინარე წელს, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. შევისყიდეთ სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM). სიახლე, ბავშვს და მშობელს აძლევს შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოდ და დისკომფორტის (თითში დღეში რამდენჯერმე ჩხვლეტის) გარეშე, მოახდინონ გლუკოზის მონიტორინგი. CGM სისტემა, ავტომატურად, უწყვეტ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, ახდენს მონიტორინგის მონაცემების ანალიზს და ვიზუალიზაციას. აპარატი უკვე 500 პაციენტს დაუმაგრდა. აღნიშნული პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი