ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
არა ქალზე ძალადობას
25 ნოემბერი, 2022

არა ქალზე ძალადობას

"არა ქალზე ძალადობას"-ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

ღონისძიებაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ოსაძემ
წარმოადგინეს პრეზენტაციები. სტუმრებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის: საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა მოსახლეობისთვის, საინფორმაციო შეხვედრა ძალადობაგამოვლილ ქალებთან, გასვლითი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამუშაო შეხვედრა მედიასთან.
ასევე, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით დაგეგმილია სექსუალური შევიწროების შესახებ საინფორმაციო ბანერების განთავსება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, სამთავრობო სექტორის და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი