ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება
28 ნოემბერი, 2022

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე.
საკითხი დეპუტატებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააცნო.
კანონპროექტი 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას გულისხმობს. ცვლილების მიხედვით სახელმწიფო წამლების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც მედიკამენტების რეალიზაცია აიკრძალება.
რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კეთილსინდისიერი მარკეტინგის უზრუნველყოფაა.
ჯანდაცვის სამინისტრო კანონის აღსრულების მექანიზმზეც მუშაობს, რაც ონლაინ რეჟიმში მედიკამენტების ფასებზე მონიტორინგსაც გულისხმობს. ასევე, დგინდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულება, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა. კერძოდ, პროექტით, ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საბითუმო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 22 500 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 45 000 ლარის ოდენობით.
რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა.
ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი