ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
30 ნოემბერი, 2022

თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სექტორების გენდერული ტენდენციების საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სექტორების გენდერულ ჭრილში განხილვა და ხელშეწყობა წარმოადგენდა. ღონისძიებაზე, მხარეებმა, ისაუბრეს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და შშმ პირთა ჯანდაცვის გენდერულ ასპექტებს შესახებ. ასევე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისა და მათთვის შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობის საკითხები.

აღნიშნულ საკითხებზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ ისაუბრეს. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი