ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი შრომის გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის (GHSA) მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
30 ნოემბერი, 2022

ზურაბ აზარაშვილი შრომის გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის (GHSA) მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სეულში, გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის (GHSA) რიგით მეშვიდე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა გლობალური ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით  საქართველომ არსებითი ცვლილებები განახორციელა.

 

მინისტრის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომაზე დაფუძნებული, დაავადებათა ერთიანი ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ჩამოსაყალიბებლად. მისივე თქმით, მიდგომა, გავრცელებული ინფექციების სწრაფად აღმოჩენისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობას იძლევა.

 

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, საქართველო სულ უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებისთვის.

 

„ეს მოიცავს: საზოგადოებრივი ჯანდაცვაზე გადაუდებელი რეაგირების ცენტრების შექმნას, რეგიონული სწრაფი რეაგირების ჯგუფების ტრენინგს, რეაგირების გეგმების შემუშავებას, სახელმწიფო საავადმყოფოების და სასწრაფო დახმარების სერვისების გაძლიერებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, კორეის რესპუბლიკაში,  ოფიციალური ვიზიტით, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურიც იმყოფება.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი