
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია
„თბილისის ქალთა საბჭო“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში, ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის გამგეობისა და თბილისის ქალთა საბჭოს წევრები ესტუმრნენ.
თავშესაფარში, რომელიც დღისა და ღამის ცენტრებს მოიცავს, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დაზარალებულმა ქალებმა თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ.
საქართველოს მასშტაბით, ამჟამად, სულ ხუთი კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს, რომელთა რაოდენობის ზრდაზე „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“აქტიურად მუშაობს.