ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, ბულგარეთში, სამედიცინო პროდუქტების ფასებისა და ანაზღაურების ეროვნული საბჭოს წევრებს შეხვდა
01 დეკემბერი, 2022

მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, ბულგარეთში, სამედიცინო პროდუქტების ფასებისა და ანაზღაურების ეროვნული საბჭოს წევრებს შეხვდა

მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, მორიგი სამუშაო ვიზიტით, ბულგარეთს ეწვია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სოფიაში, სამედიცინო პროდუქტების ფასებისა და ანაზღაურების ეროვნული საბჭოს მენეჯერებს შეხვდნენ. აღნიშნული საბჭო, ქვეყანაში, წამლებზე რეფერენტული ფასების პოლიტიკას განსაზღვრავს. ასევე, კოორდინაციას უწევს ფასების გამოთვლისა და მონიტორინგის პროცესებს.
შეხვედრაზე, რეფერენტული ფასების დადგენის კუთხით, ბულგარეთის გამოცდილებაზე ისაუბრეს. მხარეებმა, იმსჯელეს სამედიცინო პროდუქტებზე ფასების კალკულაციის, რეგულირებისა და მონიტორინგის მექანიზმებზეც. ასევე, განიხილეს რეფორმის პროცესში შესაძლო გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებზე ზღვრული ფასების გამოსათვლელად, შერჩეული ჰყავს 4 რეფერენტული ქვეყანა. მათ შორის ერთ-ერთი ბულგარეთია, სადაც რეფერენტული ფასები 2007 წელს განისაზღვრა და პროცესი, დღემდე, წარმატებით მიმდინარეობს.
საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებაა. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები 2023 წლის დასაწყისიდან დაწესდება. პირველ ეტაპზე, ღირებულების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა სამკურნალო საშუალებებსაც შეეხება.
სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს. პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ბულგარეთში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ნიკოლოზ კობახიძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მერაბ ასანიძე, პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე, პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ჯანდაცვის სპეციალისტი ლელა სულაბერიძე, სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატო ბადაგაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მომსახურების დეპარტამენტის, წამლის რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მარიკა ბასილაძე და მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი სოსო იმედაშვილი.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი