ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტმა, კანონპროექტი დაამტკიცა
01 დეკემბერი, 2022

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტმა, კანონპროექტი დაამტკიცა

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილები შედის, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 75 ხმით 1 წინააღმდეგ, მიიღო. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.
პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.
„ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის, ხარისხიან მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ.
ამისთვის, მთელ რიგ რეფორმებს ვახორციელებთ. ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ რეფერენტული ფასების დაწესებაა, რომლის საშუალებითაც, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა წლის დასაწყისში დააანონსა.
სამუშაო პროცესი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს, მედიკამენტებზე ზღვრული ფასების გამოსათვლელად, შერჩეული აქვს ევროპის რეგიონის 4 რეფერენტული ქვეყანა, რომელთა გამოცდილებასაც, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, აქტიურად ეცნობა და იზიარებს.
ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი