ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
თამილა ბარკალაიამ და ნინო ველთაურმა, ყირგიზეთის დელეგაციას, შრომისა და დასაქმების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნეს
06 დეკემბერი, 2022

თამილა ბარკალაიამ და ნინო ველთაურმა, ყირგიზეთის დელეგაციას, შრომისა და დასაქმების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა ყირგიზეთის დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრის მიზანს, მათთვის შრომისა და დასაქმების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა.
ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომის,სოციალური დაცვისა და მიგრაციის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ინფორმაცია მიიღეს, საქართველოში, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების, დასაქმების მაძიებელთათვის პროფესიული გადამზადებისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს, საქართველოში, სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებთან მუშაობის მიდგომები. ისაუბრეს დასაქმებისა და შრომის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად დაგეგმილ პროგრამებზე.
ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლები, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში, მიმდინარე პროექტებს, სერვისებს, მონიტორინგისა და სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებთან მუშაობის მიდგომებს გაეცნენ. მოგვიანებით კი, რუსთავის დასაქმების სერვის ცენტრს ეწვივნენ და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ყირგიზეთის დელეგაციის - შრომის, სოციალური დაცვისა და მიგრაციის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების ვიზიტი, საქართველოში, 8 დეკემბრამდე გრძელდება.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი