ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების  ჩამონათვალი დამტკიცდა
15 იანვარი, 2023

ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალი დამტკიცდა

ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების  ჩამონათვალი დამტკიცდა.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასი აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული - https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main

ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.

ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.

საცალო ქსელში მედიკამენტების ზღვრული მაქსიმალური ფასი შემდეგი წესით დაანგარიშდა:

ა) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა - მას ემატება მაქსიმუმ 40% დარიცხვა;

ბ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5-დან 10 ლარამდეა - მას ემატება მაქსიმუმ 35% დარიცხვა;

გ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 10-დან 20 ლარამდეა - მას ემატება მაქსიმუმ 30% დარიცხვა;

დ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი  20-დან 30 ლარამდეა  მას ემატება მაქსიმუმ 25% დარიცხვა;

ე) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა მას ემატება მაქსიმუმ 20% დარიცხვა;

ვ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა მას ემატება მაქსიმუმ 15% დარიცხვა;

ზ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მაქსიმუმ 20 ლარი.

ცვლილება, ქვეყანაში, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს  დააზღვევს.

რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე,  1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა.  ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5692823?publication=0

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი