ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
„იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების ვიზიტი
13 იანვარი, 2023

„იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების ვიზიტი

ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნასთან დაკავშირებით, ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების ვიზიტი დასრულდა. სხვადასხვა შეხვედრებზე, დელეგაციის წევრებმა, ქართულ მხარეს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის მოწყობის, ფუნქციონირებისა და მკურნალობის ტაქტიკის შესახებ. ასევე, განიხილეს ონკო-ჰემატოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილი პრაქტიკა. „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლები ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებული პროფესიების არსებულ სარეზიდენტო პროგრამებს გაეცნენ. განიხილეს სამომავლოდ მათი განვითარების შესაძლებლობებიც.
ისრაელის დელეგაციის წარმომადგენლებმა, 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ლაბორატორია, მიმდებარედ არსებული ტერიტორია და ის შენობა დაათვალიერეს, რომელშიც თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებდა.
ვიზიტის დასასრულს, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაუზიარეს, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სამედიცინო აღჭურვილობებისა და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით. ასევე ისაუბრეს, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის მნიშვნელობაზე. მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, 2 კვირის ვადაში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლები პირველად სამუშაო კონცეფციას წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში, არ არსებობს ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მულტიპროფილური და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მქონე, პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკა, პაციენტებისთვის ერთ სივრცეში ყველა საჭირო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.
ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი