ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი: „კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით, შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს“
16 იანვარი, 2023

ზურაბ აზარაშვილი: „კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით, შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს“

„ჯანდაცვის სამინისტრო, მუდმივ რეჟიმში, თვალს ადევნებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს. კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით, შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას, ნებისმიერმა პირმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში უსაფუძვლო შიში და პანიკა არ მოჰყვეს.
„ამ ეტაპზე, განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვინც განცხადებებს აკეთებს, ყველა ადამიანს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ, რათა მოსახლეობაში უსაფუძვლო პანიკა არ დათესონ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. როგორც კი რაიმეს შევნიშნავთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საშიშროება არ იქნება, ჩვენ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას. ჩემი თხოვნაა, რომ მედიამ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ, ლეგიტიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელოს ინფორმაცია.
აუცილებელია, რომ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით და არა ნებისმიერი მსურველის, ვისაც შეიძლება კითხვა დავუსვათ და თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრების გამო, განცხადება გააკეთოს“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი