ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და EBRD-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
02 მარტი, 2023

ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და EBRD-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმში  გაწერილია  ის მექანიზმები და საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანაში საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვას და შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. დოკუმენტის მიხედვით, დადგინდება პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტები, შეიქმნება მოკლევადიანი, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, ასევე შესაბამისი ტესტირებისა და საგამოცდო პროგრამები.

დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მოაწერეს. მისი განცხადებით, თანამშრომლობის მიზანი საექთნო სასწავლო გეგმის გაუმჯობესება და ამ პროფესიის მიმართ ინტერესის გაზრდაა.

საქართველოში, საექთნო პროფესიის განვითარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)  და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორისაც გაფორმდა.  როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა აღნიშნა თანამშრომლების მიზანი  ექთანთა უნარების, კვალიფიკაციის კიდევ უფრო განვითარება და საექთნო სექტორის გაძლიერებაა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა დევიდ ბლოდმა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშილმა მიიღეს. 

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი