ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა
20 მარტი, 2023

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა. 

ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

სიახლის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სამედიცინო სერვისებისა და მომსახურების გაუმჯობესება სახელმწიფოს პრიორიტეტია. მიზნის მისაღწევად კი, ჯანდაცვის სამინისტრომ, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა.

„მოგეხსნებათ, გასულ წელს, აქტიურად დავიწყეთ, კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით, სხვადასხვა ღონისძიების გატარება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, განვსაზღვრეთ სტანდარტები. წინა პერიოდში - რეანიმაციის მომსახურების მიმწოდებლებისთვის, დღეს - ქირურგიის. ყველა მიმართულებას მივყვებით და ექნება თავის სტანდარტი, როგორც ოთახების მოწყობის, ისე - აღჭურვის და სხვადასხვა კომპონენტის მიმართულებით. გარდა ამისა, 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება. ჩვენ, მივყვებით ამ მიმართულებით დასახულ გეგმას და ვფიქრობ, ძალიან მალე, კლინიკებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი