ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ტუბერკულოზის მსოფლიო დღე
24 მარტი, 2023

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

საქართველოში „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“ ხორციელდება, რომლის მიზანია ტუბერკულოზის შემთხვევების ეფექტური და ხარისხიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება და ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.

 

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელმისაწვდომია სწრაფი და ეფექტიანი დიაგნოსტიკა; ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა (მათ შორის ქირურგიული). ასევე, ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი, უახლესი თაობის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები. მომსახურებები ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

 

2022 წელს, ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში დაფიქსირდა მომსახურების 36 222  შემთხვევა. სტაციონარული კომპონეტის ფარგლებში 1 264 პირმა იმკურნალა. მათ შორის, ქირურგიული შემთხვევა იყო 97.

 

პროგრამის მოსარგებლეები არიან:

 საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ტუბერკულოზით დაავადებული პირები, ფილტვისა და ფილტვგარეთა ტუბერკულოზის დადასტურებულ შემთხვევებში. ასევე, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება შეუძლიათ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის

მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელები.

ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული პირის კონტაქტები.

 

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ჯამურად 17 200 000  ლარით განისაზღვრა

ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმული: https://moh.gov.ge/uploads/files/2023/jandacva_gzamkvlevi/_N3.pdf

 

 

 

 

 

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი