ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი: „გადაცემული ბინების რაოდენობით, 2022  წელი არის რეკორდული წელი ბოლო  30 წლის განმავლობაში“
18 მაისი, 2023

ზურაბ აზარაშვილი: „გადაცემული ბინების რაოდენობით, 2022 წელი არის რეკორდული წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში“

„გადაცემული ბინების რაოდენობით, 2022  წელი არის რეკორდული წელი ბოლო  30 წლის განმავლობაში“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს დევნილთა და ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით არსებული მდგომარეობა დეტალურად გააცნო.

 

„გასული წლის განმავლობაში 3 530-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი, საიდანაც 2 588 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნა ე.წ. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში, 500-ზე მეტ  ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ხოლო 438 ოჯახს დაუკანონონ.

 

რაც შეეხება 2023 წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე 900 დევნილი ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი და ეს ციფრი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად  105 მლნ ლარი   დაიხარჯა, ხოლო 2023 წელს ამ მიმართულებით გამოყოფილი ასიგნებები 230 მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, განსახლების პარალელურად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი მშენებლობების დაწყების კუთხითაც.

 

„დღეის მდგომარეობით დასრულებულია პროცედურები, გაფორმებულია ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან და დაწყებულია მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ხუთ ქალაქში.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 6 000 ახალი ბინა, 400 000კვ.მ.-მდე ფართი შენდება დევნილი მოსახლეობისათვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მინისტრის თქმით, დევნილთა განსახლების პარალელურად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განსახლების საკითხებზეც.

 

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელს 271 ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა უსაფრთხო გარემოში, ხოლო 2023 წელს დამატებით 300 ოჯახისათვის იგეგმება საცხოვრებელი სახლის შესყიდვა.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი