ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისში, 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო
19 მაისი, 2023

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისში, 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ჯამში, 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი შენდება და  იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები, 2025 წლის ბოლოს, გადაეცემათ.  მისივე თქმით, მშენებლობის ბიუჯეტი 243 მილიონ  ლარზე მეტს შეადგენს.

„ეს არის იმ დაპირების ნაწილი, რომელიც წინა წელს, ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო დევნილი მოსახლეობის მიმართ და 13 000 დევნილ ოჯახს, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე და გაუსაძლის პირობებში დროებით დღეს ცხოვრობს, მათ გადაეცემა საცხოვრებელი. მომდევნო 2 წლის განმავლობაში მათ სრულად დავაკმაყოფილებთ.

აქვე, მნიშვნელოვანია ის, რომ გასულ წელს, იყო პირველი რეკორდული წელი დევნილებისთვის ბინების გადაცემის თვალსაზრისით, 3500-ზე მეტი ბინა და საცხოვრებელი სახლი გადავეცით დევნილებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო პირველი წელი, როდესაც ასეთი შედეგი დაფიქსირდა. რა საკვირველია, ასეთი მასშტაბებიდან გამომდინარე, მიმდინარე მშენებლობებიდან და ტემპიდან გამომდინარე რაც გვაქვს, მომდევნო წლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა დაიწყო.  2025 წლის ბოლომდე,  ახალი საცხოვრებელი  იძულებით გადაადგილებულ 13 000  ოჯახს გადაეცემა. 7000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს,  6000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი