ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის სამინისტროში,პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა
18 სექტემბერი, 2023

ჯანდაცვის სამინისტროში,პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში,პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში,პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ მოქალაქეებისთვის, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტროს პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ პაციენტის უსაფრთხოების 2024-2026 წლების პროგრამა შეიმუშავა.
პროექტის მიზანი, მაღალი სანდოობის ჯანდაცვის სისტემებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ჩამოყალიბება,კლინიკური პროცესის უსაფრთხოება,პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ჯანდაცვის სფეროში პაციენტის და მათი ოჯახების ჩართულობის გაძლიერებაა.
შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ , იმ საერთაშორისო სტანდარტებზეც ისაუბრა, რომელთა დაკმაყოფილებაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო იქნება. ამასთანავე, გაიზარდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი, საკანონმდებლო ცვლილების მთავარი დანიშნულება სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია.
გარდა ამისა, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და საექიმო გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს აქტიურად განიხილავს სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოც.
თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობა პაციენტების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა. ამის გათვალისწინებით, სამინისტრო პროფესიული პლატფორმების გაძლიერებაზე მუშაობს.
შეხვედრას სხვადასხვა უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი